„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მონაწილეობა არჩევნებში, მონაწილეობა არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენ გააგრძელოთ ცხოვრება ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანის უფლებები იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ხელისუფლების ამომრჩეველი არის პასიური და ფიქრობს, რომ ისედაც მოიგებს, რაღაზე წავიდე არჩევნებზეო. მაგრამ დამიჯერეთ, იმ პირობებში, როდესაც ყოველთვის ოპოზიციური ამომრჩეველი არის ყოველთვის მოტივირებული, თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. მოგმართავთ და გთხოვთ, არ დაიზაროთ ხვალინდელი ერთი საათი, მაჩუქეთ მე, აჩუქეთ თქვენ თავს და რაც მთავარია, აჩუქეთ თქვენს შვილებს, რომ ხვალ, ზეგ მათ იცხოვრონ ბევრად წარმატებულ საქართველოში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.