logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე ჩვენი ძირითადი მიზანი
- +

30 ოქტომბერი. 2020. 12:43

 

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ ის კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტულ რეგიონებში, კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში მაქსიმალურად დავაახლოვოთ ცხოვრების პირობები თბილისში იქნება, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ახალქალაქსა თუ ახალციხეში. ეს არის ძირითადი მიზანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.

 

„ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულ რაღაც 4 წელიწადში გვქონდეს აბსოლუტურად დასაბუთებული უფლება იმის, რომ მოვითხოვოთ და გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში. ჩვენ დღეს ავლაბარში ვართ. ავლაბარი არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანი. რა თქმა უნდა, ისანი ბევრად უფრო დიდია და ისანს, ტურისტულთან ერთად, დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, მაგრამ ავლაბარი განასახიერებს თბილისის კულტურას, თბილისელობას და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება მრავალფეროვნება გავხადოთ ჩვენი სიძლიერე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე მთავრობის ძირითადი მიზანი.

 

„ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე ჩვენი ძირითადი მიზანი. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ ჩვენს დევნილებზე, მაგრამ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება თითოეული ჩვენგანის უაღრესად დიდი მიზანი.

 

ყველაფერი ამის გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება, რომელშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ და ამ დარწმუნებულობის უფლებას გვაძლევენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი რეიტინგები ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ვურთიერთობთ და ახლო კავშირი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს, ხვალ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner