logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანებს პატივი და ღირსება შეუნარჩუნა
- +

30 ოქტომბერი. 2020. 12:44

 

 

„სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც შევუდექი წინასაარჩევნო კამპანიას, მეგონა, რომ ძალიან ბევრი მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ბევრი ვიცი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს კიდევ სხვა ციკლი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც უფრო მეტად დამაფიქრა, იმ სიკეთესთან ერთად, რაც ვნახე ბევრი ბოროტებაც ვანახე, ამიტომ მე დღეს დღეს ვამთავრებ წინასაარჩევნო კამპანიას, ხვალ ჩვენ უმნიშვნელოვანესი დღე გველოდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

„ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც ბოლომდე ვერ გააკეთა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელიც არ შეხებია ადამიანის ღირსებას, რომელმაც იზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე და საყიდელი აღარ არის ადამიანის სიცოცხლე და ახლობლებს ხელს აღარ აწერინებენ ადამიანის სიკვდილზე, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელმაც პატივი და ღირსება შეუნარჩუნა ადამიანებს, რომელიც ბიუჯეტს არ ავსებს საპროცესო შეთანხმებებით და შესაბამისად, თქვენი ფულით. დღეს ისნის რაიონი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ის კონტრასტი, რომელიც არსებობდა ხელისუფლებასა და მოსახლოებას შორის.

 

ავლაბრის რეზიდენცია, ულამაზესი შენობა, რომელიც ძალიან მოუხდა თბილისს, მაგრამ ამის უკან არის ავარიული სახლები, დანგრეული ქუჩები და ადამიანები, რომლებიც ცხოვრებენ მძიმე პირობებში, ეს იყო ის, რაც ხდებოდა - აქეთ ლამაზი ფასადი, იქეთ დანგრეული მოსახლეობა, რომელიც დახმარებას ითხოვდა და ერთი ხეც ვერ გაიმეტეს, რომ დაერგოთ იმ ადამიანებისთვის, იმიტომ, რომ ფასადის უკან რა ხდებოდა, არ აინტერესებდათ. დღეს ხედავთ ბევრ მნიშვნელოვან პროგრესს თბილისსა და ზოგადად, საქართველოში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner