logo_geo
eng_logo
არჩევნებს ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70-ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი დააკვირდება
- +

30 ოქტომბერი. 2020. 13:16

 

 

ეუთო/ოდირის მისიის დასახმარებლად, საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება.

ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70-ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.

 

„არჩევნების დღეს, ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ საშუალებით“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner