logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: მოდით არჩევნებზე და მოგვეცით საშუალება, დავამთავროთ ის, რაც დავიწყეთ, რასაც ახლა ვიწყებთ და რაც მომავალშია დაგეგმილი
- +

30 ოქტომბერი. 2020. 13:19

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ბოლოს ნინოშვილის ქუჩის  მცხოვრებლებს შეხვდა.

 

„მთავრდება საარჩევნო კამპანია, რომელიც დავიწყე ვაკისუბნიდან, სადაც ჩვენი საგვარეულო სახლი დგას და ვასრულებ უბნით, სადაც ვცხოვრობ, დავიბადე და გავიზარდე. თქვენ ყველანი მიცნობთ რეგალიების და სტატუსების მიღმა და იცით ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, იცნობთ ჩემს ოჯახს.  მჯერა თქვენი გულისხმიერების და მინდა  კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ მოხვიდეთ არჩევნებზე, არ დაიზაროთ, თქვენ ხელშია ხვალინდელი დღე და თითოეული თქვენთაგანის ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია“, - მიმართა კანდიდატმა თანაუბნელებს.

 

იოსებ ხახალეიშვილმა მომავალ წელს დიდი გამოწვევების წელი უწოდა.

 

„იწყება სერიოზული პროექტების განხორციელება, გვექნება ახალი საქალაქო ტრანსპორტი, საკანალიზაციო სისტემის შეცვლის მრავალმილიონიანი პროექტი, ქალაქის სანიაღვრეების, ცენტრალური ბულვარის, სპორტსკოლის რეაბილიტაცია, საერთაშორისო უნივერსიტეტში სერიოზული სამეცნიერო განვითარების ცენტრი დაარსდება და 2023 წლიდან იქნება 2 ახალი ციკლოტრონი და ეს დიდ და მნიშვნელოვანს როლს შეიტანს სიმსივნური დაავადებების დამარცხების საქმეში.

 

ამიტომ, როგორც ჩემს ძმებს, თანაქალაქელებს, თანაუბნელებს, მეგობრებს მოგმართავთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მოდით არჩევნებზე და მოგვეცით საშუალება, დავამთავროთ ის, რაც დავიწყეთ, რასაც ახლა ვიწყებთ და რაც მომავალშია დაგეგმილი. დღეს ის დროა, როცა რიგითმა მოქალაქებმა და მერმა ერთად უნდა იზრუნონ თავის ქალაქზე და მე მოგცემთ ამის საშუალებას - მიიღოთ მონაწილეობა საკუთარი ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner