„ჩვენს მოქალაქეებთან ბიზნესთან და მთავრობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მოვახერხეთ ის, რომ სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა მინიმუმამდეა დასული“, - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გახარიამ მოიშველია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზები.
მისივე თქმით, ქვეყანაში სისტემური საყოველთაო ლოკდაუნი არ იგეგმება, პანდემიის მართვისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს ლოკალური წერტილოვანი შეზღუდვები.
შეგახსენებთ, საქართველოში სექტემბრის ეკონომიკური ზრდის ვარდნა შენელდა და 0.7%-ს გაუტოლდა.