„ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩვენ ყველას ერთად მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეგვიძლია პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, თავისუფალი, ღია და ტრანსფარენტული“, - ამის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ყველას, მათ შორის მთავრობისა და ოპიზიციის ვალდებულებაა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და შემდეგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.
„ნებისმიერი სახის პროვოკაცია და კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ იქნება ჩადენილი, უმკაცრესად დაისჯება შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტოს უკვე მიღებული აქვს დავალება, როგორც საარჩენო უბნებზე მართლწესრიგგის დასაცავად, ასევე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბი და შსს 24-საათიან კავშირზე არიან ჩვენს სტუმარ დამკვირვებლებთან, რათა მათ მუშაობაში არანაიარი შეფერხება არ შეიქმნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უბნებზე უსაფრთხოება დაცული იქნება.
„ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი. არჩევანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, გააკეთოს არჩევანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.