logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ქვეყანაში სისტემური ლოკდაუნი არ იქნება
- +

30 ოქტომბერი. 2020. 14:36

 

 

„წინასაარჩევნო კონტექსტში, ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ, არჩევნებამდე რანდენიმე დღით ადრე, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ მნიშვნელოვან საკითხებს მოკლე ვადაში ხმების დასაგროვებლად. ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება. იქნება წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული მიმართულებებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენს ნებისმიერ გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გახდება ნომერი პირველი პრიორიტეტი. ძალიან კარგად მახსოვს, ზოგიერთი როგორ სპეკულირებდა პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner