logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: გვაქვს შესაძლებლობა, რომ როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ერთად მეორე ტალღის პერიოდში
- +

30 ოქტომბერი. 2020. 14:39

 

 

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო ხშირად დაიწყეს პირბადის ტარება. პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია, პირბადის ტარებასა და ინფექციის გავრცელების სისწრაფეს შორის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ჩვენი თანამოქალაქეების, ახლობლების ჯანმრთელობის წინაშე და ასევე ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვიძლია, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ერთად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ერთად, მეორე ტალღის პერიოდში, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ბიზნესთან ერთად, შესაბამის სამინისტროებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად, ყველამ ერთად დავიცვათ მაქსიმალური წესები. ეს არ არის რთული წესები. დღესდღეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ პირბადის ტარება ნებისმიერ სივრცეში, როგორც დახურულში, ასევე ღია სივრცეებში, სამწუხაროდ, უფრო ეფექტური გამოგონილი ვერ იქნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner