logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: „სკაიპით“ ჩართულმა ლიდერმა რაც გუშინ განაცხადა, იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, ამას შეიძლება, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 14:45

 

 

„ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადებას, რა თქმა უნდა, შეიძლება, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება.

 

„ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადება, ამას შეიძლება სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია, ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება და ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner