logo_geo
eng_logo
აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 10 ნეშტი იდენტიფიცირებულია
- +

2 მარტი. 2016. 17:11


აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.



სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 4-5 მარტს (4 მარტი - 18:00 საათი, 5 მარტი - 12:00 საათი) გაიმართება.



აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 5 მარტს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner