სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში „მთავარი თამარ ჩიქოვანთან" „ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე ისაუბრა.
„სიტუაცია არის ასეთი, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნების" რეიტინგთან ასეთ ურთიერთობაში იყო: „ქართული ოცნების" იყო 30%-მდე და „ნაციონალური მოძრაობის" 15%-მდე. ახლა „ნაციონალური მოძრაობა" არის 13%-მდე, ქართული ოცნება - 35%. ასეთი სხვაობაა, ეს არის რეალობა. ამას სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა „ქართული ოცნების" პარტიის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი, ბევრი მონაცემის გამო. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა. 42% თუ არის კვირიკაშვილის, 21%-ზე მეტია ბაქრაძის", - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.