logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: იმიტომ, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი
- +

30 ოქტომბერი. 2020. 15:08

 

 

„ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ მარტივი მიზეზების გამო - ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა, პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მეორე თემაა ლარის კურსი. დღეს ლარის კურსი ასე თუ ისე დასტაბილურებულია, ახლა თემა გახდა გრუ-ს რაღაც ანალიტიკური წერილი. სამწუხაროდ, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ცუდია, როდესაც ოპოზიცია უბრალოდ თემას ვერ პოულობს. ბოლო თემები რომ ჩამოვთვალოთ, მოსახლეობას აშინებენ, რომ „ლოკდაუნი“ იქნება. ამით აშინებენ მოსახლეობას, ასევე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. შეადარეთ ერთ მილიონ მოსახლეზე და შეადარეთ ევროპულ ქვეყნებს. ჩვენ კი არ ვამაყობთ რაიმეთი - წყნარად, მშვიდად ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. არც არავის ქებას ვითხოვთ და არც არავის კრიტიკის გვეშინია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner