logo_geo
eng_logo
ბოლნისში „ნაცმოძრაობა“ 21 აგიტატორმა დატოვა და „ოცნების“ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა
- +

30 ოქტომბერი. 2020. 15:11

 

 

ბოლნისში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 აგიტატორმა დატოვა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი მხარს „ქართულ ოცნებას“ და მის მაჟორიტარობის კანდიდატს გოგი მეშველიანს უჭერენ.

 

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ახვერდი ბადალოვმა განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ თუკი არჩევნები პარტიისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება, ისინი არეულობას მოაწყობენ.

 

„ჩვენ წინასაარჩევნოდ აქტიურად ვიყავით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ საქმიანობაში ჩაბმული, რის შედეგადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნების შედეგი არ იქნება სასურველი, მოაწყობენ არეულობას, პროვოკაციებს, მასშტაბურ აქციებს. იგეგმება ყველა უბანზე შეჭრა და არჩევნების ჩაშლა. როგორც ვიცით, აპირებენ ფიზიკურ დაპირისპირებას და იმ ადამიანებზე ზეწოლას, ვინც მათ ნება-სურვილს არ დაემორჩილება. ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, დესტაბილიზაციას, გვინდა მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები და მხარი დავუჭიროთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოგი მეშველიანს“, - განაცხადა ბადალოვმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner