საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, გადასატან ყუთს სწორედ საპატრიარქოში მიიტანენ.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პატრიარქი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.