logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიხლაძე ნიკა გვარამიაზე: კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს!
- +

30 ოქტომბერი. 2020. 15:43

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე, „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს, ამ მძიმე კონტექსტშიც „იმედზე“ ბოდავს და ისევ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს, იქით დისკრედიტებული და ჯამბაზი… „ქრონიკას“ ეს უმძიმესი ამბავი არ გადაუღია! ჩვენ ადამიანები ვართ და არა მთავარი მავნებლები, მისგან განსხვავებით“,- წერს ირაკლი ჩიხლაძე.

 

ცნობისთვის, გუშინ გორში მომხდარ საშინელ ავარიას ნიკა გვარამია მაშინვე გამოეხმაურა და ხელისუფლება დაადანაშაულა, თითქოს, მისი თქმით, სამთავრობო მედია (გულისხმობდა ტელეკომპანია „იმედს“) ეძებს რესპონდენტებს, ვინც იტყვის, რომ არა ეს აქცია, ის ადამიანები ცოცხლები იქნებოდნენ.

 

შეგახსენებთ, გორში მომხდარ ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 10 ადამიანი. მიკროავტობუსის მგზავრები სამეგრელოში თბილისიდან ბრუნდებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner