გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
50 წლის კაცმა სანადირო თოფიდან ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და მეორე მეზობელი დაჭრა, რის შემდეგაც მიიმალა.
დაჭრილებს, ამ წუთებში, გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები.