logo_geo
eng_logo
მთიან ყარაბაღში საბრძოლველად სომხეთიდან ქალთა ასეული გაემგზავრა
- +

30 ოქტომბერი. 2020. 17:11

 

 

მთიან ყარაბაღში სომხეთიდან ქალთა ასეული გაემგზავრა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებენ. ამის შესახებ sn.fm იუწყება.

 

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ცოლმა ანა აკოფიანმა განაცხადა, რომ ის მთიან ყარაბაღში საბრძოლველად წავა.

 

„ჩვენ ვერ დავუთმობთ მოწინააღმდეგეს ვერც სამშობლოს, ვერც ღირსებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მეუღლემ.

 

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner