მთიან ყარაბაღში სომხეთიდან ქალთა ასეული გაემგზავრა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებენ. ამის შესახებ sn.fm იუწყება.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ცოლმა ანა აკოფიანმა განაცხადა, რომ ის მთიან ყარაბაღში საბრძოლველად წავა.
„ჩვენ ვერ დავუთმობთ მოწინააღმდეგეს ვერც სამშობლოს, ვერც ღირსებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მეუღლემ.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.