მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ხვალ „ქართული ოცნება“ დიდი უპირატეოსობით გაიმარჯვებს. როგორც ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ხვალ მოსალოდნელია პროვოკაციები, რის გამოც, ის საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, აღნიშნულს არ აყვნენ.
„მოგეხსენებათ, ჩვენ დავასრულეთ ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია და ხვალ საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, ეს იქნება მარნეულელების და გარდაბნელების გამარჯვება. ძალიან კარგი განწყობაა მუნიციპალიტეტებში, ძალიან კარგ ხასიათზე არიან ჩვენი აქტივისტები, მხარდამჭერები. თავისთავად, ველოდებით ხვალ პროვოკაციებს, თუმცა, ყველა ჩვენი აქტივისტი გაფრთხილებულია, რომ არ აყვეს არანაირ პროვოკაციას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მოგებულები და ხვალ საღამოს აუცილებლად გამარჯვებული კანდიდატების კომენტარებს გავაკეთებთ. მარნეული ბოლო არჩევნებზე სულ იყო ეპიცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“, სადაც პროვიკაციები იგეგმებოდა. საკმაოდ მძიმე პროვოკაციები დავინახეთ ამ არჩევნებზე ერთი თვის წინ და ხვალისთვისაც ველოდებით, თუმცა, ყველა ჩვენმა აქტივსიტმა, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს და არ უნდა აყვნენ პროვოკაციებს. ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ ხვალ და ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი გამარჯვება“, - განაცხადა დარგალმა.