„თითოეული პაციენტის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე, როგორც სამინისტროს, ისე კლინიკური ჯგუფის მხრიდან. დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ასევე ფიქსირდება დადებითი დინამიკა და დღეს უკვე 2906 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
„24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ ეპიდვითარება მთელ საქართველოში. ძალიან საყურადღებოა ბევრი პაციენტის მდგომარეობა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ვიცით როგორია COVID-19-ის დინამიკა, რადგან მოსახლეობის 80% ვირუსს უსიმპტომოდ გადაიტანს და მათი მკურნალობა ბინაზე იქნება შესაძლებელი. ამიტომ ეს რიცხვი მაღალია, რადგან ეს ადამიანები გამოჯანმრთელდნენ ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი, 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა.