ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სულხან მოლაშვილმა თავისი სიკვდილით ბოლო ლურსმანი დააჭედა „ნაცმოძრაობის" კუბოს.
„სულხან მოლაშვილმა თავისი სიკვდილით ბოლო ლურსმანი დააჭედა „ნაცმოძრაობის" კუბოს!
ნაძირალებს ჰყოფნით თავხედობა და აცხადებენ, მოლაშვილი არავის უწამებიაო. აქ უკვე რაღაც განსაკუთრებულ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე - სააკაშვილის ბანდა თავისივე ჭაობში იძირება!
სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ძალიან გულმავიწყია... ორი დღის წინ სიღნაღში ვიყავი... იქაურობა ტურისტებითაა გადაჭედილი, მიდის აღებ-მიცემობა, ვაჭრობა და უმაღლეს დონეზეა გაკეთებული გზები, ყოველდღიურად შენდება კერძო სასტუმროები, კვების ობიექტები, ხალხმა ამოისუნთქა. რასაკვირველია, ჯერ კიდევ არის პრობლემები, მაგრამ რაც კარგია, უნდა დაინახო. პირად საუბრებში რამდენიმემ მითხრა - ჰო, მაშ, ცოტა გვეშველა, მაგრამ ხომ იცი, ეს მიშას დამსახურებააო.
დიახ, მე არ მინდა, მიშას დამსახურება დავუკარგო და მათ ასეთი ისტორია მოვუყევი:
თავის დროზე სიღნაღის განახლება და იქ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება დაავალეს მშენებლობის ყოფილ მინისტრს, შემდეგ ყოფილ პარლამენტარს, თემურ ჩარკვიანს, რომელიც ასევე იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელი. რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და რა ვადებში, ეს ცალკე თემაა, მთავარი ის გახლავთ, რომ ჩარკვიანს თავისი ფული ბოლო თეთრამდე დაახარჯვინეს და მერე გადააგდეს, საუბარი იყო ათეულობით მილიონ დოლარზე. ამ თავმოყვარე კაცმა ვერ აიტანა ვალები, დამცირება, იქით ჩაწიხლვა და შუბლში ტყვია დაიხალა. აი, ასე გაკეთდა საწყის ეტაპზე ჩემი საყვარელი ქალაქი, რომლის შესახებაც სიღნაღელებმა (რატომღაც) არაფერი იციან.
მე მათ აღარ შევახსენე, თუ რამდენი ადამიანი გააუბედურეს „ნაციონალებმა", რამდენს წაართვეს მაღაზია, სასტუმრო თუ კერძო შენობა და ნათესავებზე გადააფორმეს!
მე მართლა მიხარია, რომ სიღნაღმა ცოტაოდენ ამოისუნთქა, მაგრამ თან მეშინია, რომ მის განახლებაში უდანაშაულო კაცის სისხლი ურევია. სხვათა შორის, ჩემი ნება რომ იყოს, იგივე სიღნაღში რომელიმე ქუჩას თემურ ჩარკვიანის სახელს დავარქმევდი.
„ნაციონალების" ნაკვალევზე ყველგან სისხლია, ხან სად ამოხეთქავს ხოლმე, ხან - სად... ეს როდემდე გაგრძელდება და კიდევ რამდენი რამეა დაფარული, არ ვიცით!
არჩევნები? რა არჩევნები, რის პარლამენტი? ამათი ბოგინი უნდა დამთარდეს!!!" - წერს გელა ზედელაშვილი „facebook"-ზე.