logo_geo
eng_logo
„იმუშავე საქართველოდან“ - პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა ამერიკელებს საქართველოში ცხოვრებას ურჩევს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 18:02

 

 

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა „Thrillist“ 13 საუკეთესო ქვეყანას აღწერს, სადაც ამერიკის მოქალაქეებს ცხოვრებას ურჩევს. სტატიაში ესპანეთის, გერმანიის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, კანადის, ტაილანდის და სხვა პოპულარული ტურისტული ქვეყნების გვერდით საქართველოც მოხვდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„Thrillist“-ის  ჟურნალისტი საქართველოში ჩამოსასვლელად მკითხველს „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის გამოყენებას ურჩევს.

 

„საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა დისტანციურად მომუშავეთათვის. მოგზაურებს საქართველოში ტურისტული ვიზით ერთ წლამდე დარჩენა შეუძლიათ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სავიზო მოთხოვნები შეამსუბუქა და ახალი პროგრამით „იმუშავე საქართველოდან“ უცხოელებს საშუალება აქვთ საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ და ერთი წელი ამ ქვეყანაში სრულად გაატარონ თუ შემოსავალი თვეში მინიმუმ ორი ათასი დოლარი აქვთ“, – წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ საქართველო მოგზაურებს კავკასიონის მთებით, ქართული კულინარიით, ღვინით და ხელმისაწვდომი ფასებით იზიდავს.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში 27 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 1 100-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner