„ნაცები“ ემზადებიან დესტრუქციული არჩევნებისათვის. ეს მათ არ გამოუვათ. მათი გამარჯვება სრული ამაოებაა“, - ამის შესახებ ანალიტიკოის გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
აბაშიძე აღნიშნავს, რომ მისი პროგნოზით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად, უმრავლესობით გაიმარჯვებს.
„სააკაშვილი ვერ შეძლებს 2003 წლის სცენარის გათამაშებას. მან სრული არსენალი აამუშავა უკრაინიდან - გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა; ყალბი „იპსოსის“ გაუგებარი „კვლევები“; მიკერძოებული ნაცდამკვირვებლები; დაქირავებული, მიკერძოებული დამკვირვებლები უკრაინიდან; ხვალ, ყალბი „ეგზიტპოლები“, შემდეგ ფსევდო-გამარჯვების ზეიმი, ყვირილი, სირბილი და ა. შ. მაგრამ ეს ყველაფერი მინელდება, როცა მიუკერძოებული საერთაშორისო დამკვირვებლები დადებენ საკუთარ მყარ დასკვნებს, იმაზე, რომ არჩევნები იყო დემოკრატიული და ლეგიტიმური, მიუხედავად ცალკეული არასისტემური ხარვეზებისა.
დეკლალირებულად „ნაცებს“ თუ „გადაფხეკ“, აღმოაჩენ რუსეთს. ბუბა კიკაბიძე ასაკშია და მას ცუდად იყენებენ „ნაცები“.
ყველას მოვუწოდებ საარჩევნო უბნებზე მისვლას. იქ გაცილებით უსაფრთხო გარემოა, ვიდრე ნებისმიერ ადგილობრივ მარკეტში.
ჩემი პროგნოზით, „ქართული ოცნება“ მიიღებს იმდენ ხმას, რამდენიც საჭიროა მყარი უმრავლესობისათვის და მთავრობის დამტკიცებისათვის. თუმცა, პროცენტებში ველოდოთ სიურპრიზებს ოპოზიციურ ფლანგზე“, - წერს აბაშიძე.