„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას რეფორმირებული საარჩევნო სისტემის პირობებში, რომელიც მცირე პარტიებსაც აძლევს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შესაძლებლობას“, - ამის შესახებ, „Bloomberg“ წერს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 50 პარტია და საარჩევნო ბლოკი - იბრძვის 150 ადგილისთვის, რადგან პარლამენტში შესვლის ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტამდეა დაწეული.
„2012 წლის მსგავსად, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკმა“ გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა - ივანიშვილმა - თავისი პარტია სააკაშვილის დასამარცხებლად შექმნა, რომელიც დევნილობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა მთავრობამ ის ძალაუფლების გადამეტებაში დაადანაშაულა“ , - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აცხადებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მობილური ჯგუფების ორგანიზება მოახერხა იმ ამომრჩევლების დასახმარებლად, რომლებიც იზოლაციიდან მისცემენ ხმას.
,,ეპიდემია გავლენას არ იქონიებს საარჩევნო ოლქებში ხალხის მისვლის მაჩვენებლებზე“, - წერს „Bloomberg“.