„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა. მისი თქმით, წალენჯიხაში, „ევროპული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.
პარტიის დატოვების მიზეზად კი გიორგი აბულაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან არჩევნების წაგების შემთხვევაში არეულობის დაგეგმვას ასახელებს. აბულაძის თქმით, მას არ სურს, ამ პროცესის მონაწილე გახდეს, რადგან არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში უნდა ჩაიაროს.
მას დამატებით დეტალებზე მედიასთან არ ულაპარაკია, თუმცა განაცხადა, რომ სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ არჩევნებმადე ერთი დღით ადრე, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.