logo_geo
eng_logo
ცესკო-ს არჩევნებისთვის დამატებით 3 764 830 ლარი გამოეყოფა
- +

30 ივნისი. 2016. 13:53



ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკო-სთვის დამატებით თანხის გამოყოფის საკითხი გაიტანა.

მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამატებით 3 764 830 ლარი გამოეყოფა.



ეს იქნება ჯამში 3 764 830 ლარი, რომელიც გამოიყოფა ცესკო-სთვის 2016 წლის 8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა თაბუაშვილმა.



თუ რატომ გახდა საჭირო ცესკო-სთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, თაბუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ნებისმიერი არჩევნებისთვის იქნება საჭირო.



დღეს კონკრეტული თანხის დამატება ბიუჯეტიდან იმიტომ გახდა საჭირო, რომ გამოცხადდა არჩევნები და უკვე 8 ივლისიდან ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნო რეჟიმი. შესაბამისად, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კიდევ იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა საჭირო, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი მეორე ტური იქნება ჩასატარებელი, შემდეგ უკვე როგორ განაწილდება ხმები და რამდენ ხმას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, რადგან მათ შესაბამისად უნდა მიიღონ დაფინანსება სახელმწიფოდან", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner