ავღანეთის დედაქალაქის ქაბულის დასავლეთ ნაწილში ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ავტოკოლონით პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულები მგზავრობდნენ.
სულ ამოქმედდა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. აქედან ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
სააგენტო „Reuters"-ის ცნობით, ტერაქტი მოძრაობა „თალიბანის" მიერ იყო ორგანიზებული.