logo_geo
eng_logo
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა
- +

30 ოქტომბერი. 2020. 21:05

 

 

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

 

მიწისძვრის გამო ქალაქ იზმირში 20 შენობა ჩამონგრა, ნანგრევებიდან კი 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

 

ამჟამინდელი მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ეპიცენტრი იზმირის სანაპიროსთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები თურქეთსა და საბერძნეთში იგრძნობოდა.

 

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner