logo_geo
eng_logo
შსს-მ დაიწყო ფაქტების შესწავლა ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება
- +

30 ოქტომბერი. 2020. 22:54

 

 

გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე შსს-მ ფაქტების შესწავლა დაიწყო.

 

„30 ოქტომბერს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner