logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ქუდზე კაცი არჩევნებზე!
- +

30 ოქტომბერი. 2020. 22:56

 

 

„გაუსაძლისი და შეუძლებელი გახდა მათ ხელში ცხოვრება, რადგან აღარ ამოასუნთქეს ქვეყანა და აღარ ამოგვასუნთქეს ჩვენ “, - აღნიშნა „ ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა, “POSTV -ის“ გადაცემაში „არჩევნები 2020“.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 16 წელია ხელს უშლის ხელისუფლების საქმიანობას და აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

 

„აღარ გვაცლიან არსებობას და ცხოვრებას ეს არაადამიანები, თუნდაც ამ კორონასთან დაკავშირებით ერთი სული ჰქონდათ ბევრი ხალხი დახოცილიყო, რომ მთავრობისთვის დაებრალებინათ,“- განაცხადა მეტრეველმა.

 

მან მოსახლეობას მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 

„ძალიან გთხოვთ, არ დარჩეთ სახლში. მე მინდა მივმართო ყველას, ხვალ უნდა ავირჩიოთ ჩვენი შვილების ნათელი მომავალი, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე. ნამდვილად ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს,“- აღნიშნა მეტრეველმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner