logo_geo
eng_logo
მერაბ კოკოჩაშვილი: ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ჩვენი ქვეყანა ვითარდება
- +

30 ოქტომბერი. 2020. 23:01

 

 

„დამოუკიდებლობის 30 წელი ცოტაა, მაგრამ ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ისაუბრა.

 

„30 წელია რაც, საქართველო დამოუკიდებელია. ეს არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ერი ისე ჩამოყალიბდეს, რომ ყველაფერი რაც ერის, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, მოაგვაროს, და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა. 30 წელი მცირე პერიოდია. მე არ მახსოვს მსოფლიო ისტორიაში, 30 წელიწადში სახელმწიფოს საკუთარი პრინციპები მოეგვარებინოს. ეს ურთულესი საქმეა, ბუნებრივია, მაგრამ ნელნელა ეს პრინციპები ნათლად გამოიკვეთა. ის, რომ დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ, სავსებით ნათელია. ის, რომ დემოკრატიას შესაბამისი კანონები ესაჭიროება და ამ კანონებს უნდა ვასრულებდეთ და ვქმნიდეთ, ესეც ნათელია. ის, რომ პიროვნების თავისუფლება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი დემოკრატიულ ქვეყანაში და უფლებები და ცული უნდა იყოს. ეს პრინციპები, ყველაფერი, სწორად მიდის. თითქოს ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner