logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ გააჩნია ოპოზიცია
- +

30 ოქტომბერი. 2020. 23:01

 

 

„ჩვენი პრობლემაა ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ გააჩნია ოპოზიცია. ეს პოლიტიკური ჭაობი 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე მოთამაშეებს წარმოადგენს, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის და ყველაზე დიდი შემაფერხებელი განვითარების“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

 

გოგა ხაინდრავას განცხადებით, როცა არ არსებობს ღირსეული მოწინააღმდეგე ან პარტნიორი, ამ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრის განვითარება რთულია.

 

„მომავალი ოთხი წელი სწორედ იმას უნდა მოახმარონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ იპოვოს ძალა საკუთარ თავში, რომ შობოს ახალი პოლიტიკური ძალები. ეს სპექტრი უნდა შეიცვალოს, მათ თავიანთი თავი კარგახანია ამოწურეს. „ქართული ოცნება“ მარტოა ამ პოლიტიკურ ველზე. ჩვენ დავინახეთ ის საფრთხეები და პოლიტიკოსები, რომლებიც დესტრუქციული ძალების წარმომადგენლები არიან. „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს, ვინც დღეს თითქოსდა დამოუკიდებელ პარტიებს წარმოადგენენ, არაფერი უკეთებიათ. მთელი მათი მოღვაწეობა დაკავშირებულია ამ ქვეყნის ღალატთან. მე შემიძლია ეს ჩემი მოსაზრება ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცო, რომ ეს იყო ღალატი რაც მათ ჩაიდინეს. მაგალითად გიორგი კანდელაკი, რომელიც არწმუნებდა ევროპელ დიპლომატებს, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობა. მაგალითად მოღალატეა ის გუნდი, რომელმაც მხარი დაუჭირა იმ პოზიციას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს და გამოიყენა დაუშვებელი იარაღი“,- აღნიშნა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით, ასევე ამ ჯგუფმა გაყიდა დავით გარეჯი. ხაინდრავა აცხადებს, რომ ამ მოსაზრების გამო თუ ვინმე შეედავება, მზადაა საკუთარი პოზიცია სასამართლოში დაიცვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner