logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
- +

30 ოქტომბერი. 2020. 23:10

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 232 ადამიანს, 34 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 114 პაციენტი რჩება. 19 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, „კოვიდ-19“-ით 86 წლის ქალი და 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალნენ.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 160 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან გამოჯანმრთელდა 2 257 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა სულ 40-ს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner