logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: „ნაცმოძრაობას“ არაფრის რესურსი აღარ აქვს, ხალხი არასოდეს დაუშვებს ამ ბოროტების დაბრუნებას
- +

30 ოქტომბერი. 2020. 23:16

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაფრის რესურსი აღარ აქვს. არჩევნები „ქართული ოცნების“ დიდი გამარჯვებით დამთავრდება, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს ამ პარტიას მხარს და ხალხი არასოდეს დაუშვებს იმ ბოროტების დაბრუნებას”, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა, ია მეტრეველმა განაცხადა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაფრის რესურსი აღარ აქვს. არჩევნები „ქართული ოცნების“ დიდი გამარჯვებით დამთავრდება, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს ამ პარტიას მხარს და ხალხი არასოდეს დაუშვებს იმ ბოროტების დაბრუნებას. რაც შეეხება „ნაციონალებს“, კრიმინალ პარტიას, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, ეს არის მათი ხელწერა - სისხლის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენდნენ. მაშინაც ასეთი სისხლითა და უბედურებით მართავდნენ ქვეყანას და ახლაც ამ მეთოდებით სურთ დაბრუნება. ზუსტად იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ამიტომ დაგეგმეს რევოლუციური სცენარები და ძალადობით სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება. თუ ვართ სახელმწიფო და გვყავს ხელისუფლება, ის ამას აუცილებად აღკვეთავს. მათი რეალური მომხრეების რიცხვი 13%-ს არ აღემატება და ეს გასაკვირიცაა. გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანი ამ უღმერთოებს უჭერდეს მხარს. გარდა იმისა, რომ ციხეები გაავსეს, ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტეს, ამას ფაშიზმიც აღარ ჰქვია, ამიტომ შეუძლებელია, რომ ნორმალურ ადამიანს მათი დაბრუნება უნდოდეს“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner