logo_geo
eng_logo
თამარ ცაგარეიშვილი: არჩევნებზე არმისვლა საკუთარ მომავალზე ხაზის გადასმას ნიშნავს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 23:26

 

 

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოვალეობა - მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი. ეს დიდი პატივია ყველა ადამიანისთვის - მისცეს საკუთარი ხმა რომელიმე კანდიდატს. ეჭვი არ მეპარება, რომ ხვალ ყველანი მივალთ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ძალიან უცნაურ სიტუაციაში ტარდება არჩევნები და მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ამ ვირუსით“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა განაცხადა

 

„კითხვის დასმაც კი ზედმეტია - თუ ცოცხალი ადამიანები ვართ და გვაქვს რაღაც მოქალაქეობრივი შეგნება, ღირსება და პასუხისმგებლობის შეგრძნება ამ ქვეყნის მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ და ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ, ამ კითხვის დასმაც კი უაზრობაა. ჩვენს ნაცვლად ამას არავინ იზამს. ჩვენი არ მისვლით ამ პროცესს დავანგრევთ, რაც საკუთარ მომავალზე ხაზის გადასმას ნიშნავს. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოვალეობა - მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი. ეს დიდი პატივია ყველა ადამიანისთვის - მისცეს საკუთარი ხმა რომელიმე კანდიდატს. ეჭვი არ მეპარება, რომ ხვალ ყველანი მივალთ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ძალიან უცნაურ სიტუაციაში ტარდება არჩევნები და მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ამ ვირუსით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მივა და მოიხდის ამ მოვალეობას. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი არმისვლით მხოლოდ საკუთარ მომავალს დავაზიანებთ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner