ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსზე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა და ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებამ იმოქმედა.
„ჩვენ გვაქვს არჩეული თავისუფალი მცურავი რეჟიმი. შესაბამისად, ლარის გაცვლით კურსზე შეიძლება, გავლენა იქონიოს ძალიან ბევრმა ფაქტორმა. ჩემმა განცხადებაც კი შეიძლება გარკვეულწილად გავლენა იქონიოს. ამიტომ, იგივე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა და ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებაც იმოქმედა, საგარეო ვაჭრობის დინამიკამ, მოლოდინებიც მოქმედებს. არის როგორც გამყარებისკენ მოძრაობა, ასევე გაუფასურებისკენ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. უბრალოდ, ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა, ეს რყევები არ იყოს უეცარი, დიდი და შევინარჩუნოთ სტაბილურობა, თორემ გაცვლითი კურსი სადაც დაფიქსირდება, ახალი წონასწორაბა რაც განისაზღვრება, ის არის მოცემულობა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი რეჟიმი. ჩვენ და ეროვნული ბანკი ერთობლივად ძალიან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ ასეთი უეცარი რყევები არ მოხდეს", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.