logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დავითგარეჯის საქმეზე კითხვები უფრო გამიმძაფრდა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 00:10

 

 

„დავით გარეჯი უმძიმესი თემაა... კარგად მესმის ეს საკითხი როგორ აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას და ყველა იმ ადამიანს ვისაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო, ისტორია და კულტურა, შეუძლებელია ადამიანმა ისე გაატაროს ეს კონკრეტული თემა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

 

მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა.

 

„ეს კითხვები კიდევ უფრო გამიმძაფრდა მას შემდეგ რაც ჩვენი ოპონენტების რეაქციები დავინახე. მოვისმინე აბსოლუტურად გაუგებარი და აბსურდული განცხადებები. გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ მალე ყველაფერი გაირკვევა. მე როგორც პოლიტიკოსი დაველოდები გამოძიებას, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური თემაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გარეჯი საქართველოა“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner