logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია კულტურული მართვა ბარბაროსულ სიტუაციაში
- +

31 ოქტომბერი. 2020. 01:16

 

„მე კარგად მახსოვს 9 აპრილი და ის ხერხები, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი ჩემთვის იყო თითქოს იმავე მდინარეში მეორედ შესვლა, ოღონდ ამას აკეთებდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, ამომრჩეველს არ აქვს საშუალება, გააკეთოს არჩევანი მმართველ გუნდსა და ღირსეულ ოპოზიციას შორის. ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. ეს დღე იყო წყალგამყოფი ხაზი. მე კარგად მახსოვს 9 აპრილი და ის ხერხები, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი ჩემთვის იყო თითქოს იმავე მდინარეში მეორედ შესვლა, ოღონდ ამას აკეთებდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. მთავარი კითხვაა, სად გადის წითელი ხაზი, და ეს ძალიან მარტივია. ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ ქვეყანას, უშვებენ შეცდომებს, რაღაც მე მომწონს, რაღაც - არა, მაგრამ ისინი ადამიანები არიან. მეორე მხარეს კი დგას აბსოლუტურად არაადამიანური ძალა, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ სინამდვილეში საშუალება და მიზანი აცდენილია ერთმანეთისგან და მიზანი ამართლებს საშუალებას. სააკაშვილის მთელი ცხოვრება აწყობილია ამაზე, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. რამდენიმე დღის წინ მე ტელეთერში ვთქვი - მიეცით ხმა ყველას, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია დავით გარეჯის გაყიდვაში. ახლა კი ასე ვიტყვი - მიეცით ხმა „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან მას შეუძლია კულტურული მართვა ბარბაროსულ სიტუაციაში“, - განაცხადა შათირიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner