logo_geo
eng_logo
გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შანტაჟი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით
- +

31 ოქტომბერი. 2020. 01:31

 

 

„პოლიტიკურ დღის წესრიგში ცვლილებები უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შანტაჟი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ანალიტიკოსმა გური სულთანიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ძალაუფლების დასაბრუნებლად ყველა ხერხს მიმართავს.

 

„როდესაც გამოცხადდა გლობალური პანდემია, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგა ვირუსის მხარეს. როცა ვირუსის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა და მთავარი მოწოდება იყო ფიზიკური დისტანცია მაშინ დაარიგეს პირბადეები წესების დაცვის გარეშე. ეს იყო ბიოტერორიზმის მცდელობა. ამის შემდეგ იყო დესტაბილიზაციის სხვა და სხვა მცდელობები, ტერორიზმის მხარეს დადგნენ ლამის. ეს არის ძალა რომელიც ყველა ხერხს მიმართავს, ძალაუფლების დასაბრუნებლად, შესაბამისად, ვიღაცეებს აქვთ მიზეზი თუ რატომ არ დაუჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“, თუმცა არცერთი მიზეზი არ არსებობს იმისა თუ რატომ უნდა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა“, - განაცხადა სულთანიშვილმა.

 

ანალიტიკოსის შეფასებით, თუ საზოგადოებას ცვლილებები სურს უნდა მივიდეს არჩევნებზე.

 

„მთავარია არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო უბნები არის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა სულთანიშვილმა.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner