ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ანა ნაღდალიანი იუწყება.
მისივე ინფორმაციით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა შუამავლობით გამართული შეხვედრა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს მიეძღვნა.
შეხვედრის დეტალების ამ დროისთვის უცნობია.