logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ყველაზე უკეთ მოახერხებს მომავლის მშვიდობიან უზრუნველყოფას
- +

31 ოქტომბერი. 2020. 10:20

 

 

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის გუნდი, რომელიც მომავალს და მომავლის მშვიდობიან პროგრესულ უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახერხებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნები, არ შეიძლება შეადარონ 2016 წლის ან 2020 წლის არჩევნებს, ვინაიდან მაშინ ხორციელდებოდა მოქალაქეებზე ზეწოლა.

 

თალაკვაძის განმარტებით, 2016 წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა არის გაზრდილი, რასაც ყველა კვლევა ადასტურებს.

 

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ჰქონდა გაცილებით მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე ეს არჩევნებში დაფიქსირდა, რადგან იყო არჩევნების გაყალბება, მოქალაქეებზე ზეწოლა. გახსოვთ, ჩვენ შევძელით, მოგვეპოვებინა გამარჯვება და მშვიდობიანი ცვლილებების უზრუნველყოფა მომხდარიყო. შესაბამისად, ეს არ იყო ის არჩევნები, რომელიც უნდა შევადაროთ 2016 ან 2020 წლის არჩევნებს.

 

რაც შეეხება შემდგომ არჩევნებს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და პარტიის მხარდაჭერა არის გაზრდილი, ამას ყველა კვლევა ადასტურებს.

 

ეს არის განპირობებული იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს გაცილებით ძლიერი, კონსოლიდირებული გუნდი და რაც მთავარია, ჩვენ მიერ განხორციელებული და შესრულებული სამუშაო მოქალაქეების მხრიდან სათანადოდ ფასდება.

 

ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეს არის ადამიანზე ზრუნვა, მისი უფლებების დაცვა, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ახალი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში და ეს არის წარმატებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებთ მომავალი, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მომავალს და მომავლის მშვიდობიან პროგრესულ უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახერხებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner