„ჩემი პროგნოზით, რომელიც თანხვედრაშია სოციოლოგიურ კვლევებთან, იგებს „ქართული ოცნება“, რამდენიმეს შესაძლოა დასჭირდეს მეორე ტური“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს.
„ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა, როგორც ქართული ასევე მაღალი რეპუტაციის ინგლისური და ამერიკული კვლევა, ყველა კვლევაში არის გარკვეული ცდომილება, მაგრამ ყველა ავტორიტეტული კვლევა ადასტურებს, რომ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“და ეს დაახლოებით ემთხვევა პარტიულ შიდა კვლევებს.
ჩემი პროგნოზით, რომელიც თანხვედრაშია სოციოლოგიურ კვლევებთან, იგებს „ქართული ოცნება“, რამდენიმეს შესაძლოა დასჭირდეს მეორე ტური“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.