logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ვაზაგაშვილის ამფეთქებლის დამ რომ დამინახა, სოპრანოზე კიოდა… დაგვაცადეთ, ნახეთ, რას ვიზამთო!
- +

31 ოქტომბერი. 2020. 10:46

 

 

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეულის წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის იმ ინციდენტის შესახებ წერს, რომელიც საარჩევნო უბანზე მისი მისვლისას მოხდა.

 

„ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, მორიგი „დამკვირვებელია“ და უკვირს, ჩემი ძმა რატომ ჩასვით, თქვე ქოცებო, ციხეშიო.

 

დაგვაცადეთ, ნახეთ, რას ვიზამთო!:)))

 

დიახ, ჩვენ ჩავსვით მკვლელები, მათ ციხეში კარგი პირობები და კვება აქვთ და იქ ჯდომას ხვალ დილიდანაც ბედნიერად გააგრძელებენ. 41!” – წერს თეა წულუკიანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner