დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თერეზა მეის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა მიმდინარე წლის ბოლომდე არ ამოქმედდება.
მისივე თქმით, 2020 წლამდე დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.
თერეზა მეის თქმით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში დარჩენას ან ხელახლა გაწევრიანებას აღარ შეეცდება.