logo_geo
eng_logo
დიმიტრი შაშკინი არ უარყოფს, რომ ბოლნისში იარაღით გადაადგილდებოდა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 10:56

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ენმ-ს წევრი დიმიტრი შაშკინი არ უარყოფს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა.

 

ამის შესახებ განმარტება მან „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას გააკეთა. შაშკინი ამას იმით ხსნის, რომ მას აქვს საფრთხის განცდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იარაღი თან ჰქონოდა, თუმცა ის ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე არ ყოფილა:

 

„მე მაქვს უფლება შსს-სგან მინიჭებული, რომ ვატარო ჩემი პირადი იარაღი, მე არ ვიყავი საარჩევნო უბანზე, ვჯდებოდი მანქანაში, როცა ოცნების პროვოკატორებმა გადამიღეს, მე კანდიდატი ვარ და საარჩევო უბანზე შესვლის უფლება არ მაქვს. ბოლნისში ჩვენს აქტივისტებს ესვრიან და სცემენ, მე მაქვს უფლება, რომ იარაღი საკუთარი თავდაცვისთვის ვატარო.  ამ რაიონში თარეშობს გოგი მეშველიანის ბანდა,“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner