საქართველოში, ბოლო 24-საათის განმავლობაში, კორონავირუსისგან 2 881 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 22 691-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 307-ს შეადგენს.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 001 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 467 პირი. ინფიცირებულთაგან 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 9 531 კი ბინაზე.