logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი გარდაიცვალა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 11:13

 

საქართველოში, დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის შედეგად 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 307-ს შეადგენს.

 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 881 პაციენტი. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​38 936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 22 691.

 

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 001 მოქალაქე,  თვითიზოლაციაში იმყოფება 30  467 პირი. ინფიცირებულთაგან 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 9 531 კი ბინაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner