პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალძემ, თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
ხმის მიცემის შემდგ მან მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს აქტიურობისთვის.
„პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, რომ უბნებზე ხალხმრავლობაა და მოსახლეობას მადლობა მინდა გადავუხადო იმისათვის, რომ ყველა იხდის თავის მოქალაქეობრივ ვალს.
რაც შეეხება ჩემს არჩევანს - მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.