სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი ორჯერ აღემატება „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგს.
„მკვეთრად გაიზარდა „ქართული ოცნების" ლიდერის რეიტინგი, კვირიკაშვილის რეიტინგი გაიზარდა და გამყარდა. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა, 42% თუ არის კვირიკაშვილის, სადღაც 21% ბაქრაძის", განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.